იანვარ-ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო - Palitra News

იანვარ-ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

2025-07-15 14:33:49+04:00

იანვარ-ივნისში საქართველომ ტურიზმიდან 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, რაც გულისხმობს ჯამურად როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს, საქართველოში წლიურად 7%-ით გაიზარდა და 1.6 მლნ მოგზაური შეადგინა. „გალთ&თაგარტის“ კვლევის თანახმად, ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 10.7%-იანმა ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 5.4%-ით შემცირდა. კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ქვეყანაში შემოვიდა: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, სომხეთიდან და ინდოეთიდან. როგორც კვლევაშია ნათქვამი, ამ პერიოდში ვიზიტორები შემცირდა თურქეთიდან და ირანიდან. ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით, რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლის მაჩვენებელი. კვლევის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის მეორე კვარტალში, წლიურად 9.1%-ით გაიზარდა და მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად კი, 2025 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2 მლრდ დოლარს უტოლდება, რაც 6.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.