საქართველოში მოქმედი IT კომპანიების 56% რუსულია. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც IT სექტორის წარმომადგენლობისთვის საქართველოს ბინადრობის მიღება მარტივდება, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გამარტივების საშუალებად იქცეს. კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დაახლოებით მესამედი მოდის, ბოლო წლებში კი სექტორი მშპ-ს ზრდის ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად იქცა. ადგილობრივ ბაზარზე დაბალი რეალიზაციისა და დაწესებული შეღავათების ფონზე, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორის ასახვა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფრაგმენტულია. 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ამ სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა გაორმაგდა. სექტორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოების 99% მცირე ზომისაა, და ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის. 2025 წელს, ქვეყანაში IT სექტორში მხოლოდ 18 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც მიუთითებს, რომ წინა წლებში სექტორის ზრდა უმეტესად მიგრაციული ეფექტით იყო განპირობებული,“ - აღნიშნულია კვლევაში