მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა. როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ამ წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის იანვარი-აპრილის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. კვლევის მიხედვით, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული. ამასთან, მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. კვლევიდან აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. გაყიდვების უმეტესობა დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებით გაიყიდა. ეს კვლევაც ცხადყოფს, რომ 2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა. კვლევის ფარგლებში ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2025 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 325 შეადგინა.
ამასთან, ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. კერძოდ, 2025 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 15 865 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც +2.6% წ/წ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კვლევის ავტორებმა 2025 წლის ივნისში, ჩაატარეს სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში, ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს.