რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა სი ძინპინს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ზეპირი შეტყობინება გადასცა. როგორც გამოცემა წერს, სი ძინპინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა და პეკინმა მნიშვნელოვანი შეთანხმებების ეფექტურად განხორციელება უნდა განაგრძონ. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში გაიმართა, სადაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს