თვითმმართველობის არჩევნებზე "გახარია საქართველოსთვის" გუნდი და 'ძლიერი საქართველო" მერობის საერთო კანდიდატს წარადგენენ - Palitra News

თვითმმართველობის არჩევნებზე "გახარია საქართველოსთვის" გუნდი და 'ძლიერი საქართველო" მერობის საერთო კანდიდატს წარადგენენ

2025-07-15 12:43:53+04:00

თვითმმართველობის არჩევნებზე "გახარია საქართველოსთვის" გუნდი და "ძლიერი საქართველო" მერობის საერთო კანდიდატს წარადგენენ. პარტიებს შორის მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ და „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. გუნდებს შორის დადებულ შეთანხმებას, ოპოზიციის მეორე ნაწილისგან კრიტიკა მოჰყვა. საპირისპირო აზრზე მყოფი ოპოზიცია, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, კვლავ კატეგორიულად გამორიცხავს. ამ გზავნილების გავრცელებას კი რეგიონებში გეგმავენ.