დიმიტრი მედვედევი - დონალდ ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი წაუყენა - Palitra News

დიმიტრი მედვედევი - დონალდ ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი წაუყენა

2025-07-15 11:27:07+04:00

დონალდ ტრამპმა კრემლს თეატრალური ულტიმატუმი წაუყენა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„შედეგების მოლოდინში მსოფლიო შეკრთა. აგრესიულად განწყობილი ევროპა იმედგაცრუებული დარჩა. რუსეთს ეს არც კი ადარდებდა“, - წერს მედვედევი X-ზე.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების პირობა დადო და განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.