ბაიბა ბრაჟე - მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიისთვის არასასურველი პირების სიაში შევიყვანო - აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა - Palitra News

ბაიბა ბრაჟე - მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე ლატვიისთვის არასასურველი პირების სიაში შევიყვანო - აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა

2025-07-14 21:33:03+04:00

მივიღე გადაწყვეტილება, რომ იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ლატვიაში ამ ფიზიკური პირების [ქვეყანაში] შესვლის აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდა”, - წერს ბაიბა ბრაჟე.