საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს - Palitra News

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს

2025-07-14 20:42:52+04:00

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქართველოში ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები და გამოსავლის მოსაძებნად ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში.

ელჩის თქმთ, გაერთიანებული სამეფო ამაყობს, რომ არის მედიის თავისუფლების კოალიციის წევრი, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ჟურნალისტების უფლებებს გლობალურად.