17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს შესახებ გავრცელებული კრიტიკული განცხადების შემდეგ, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხზე სამსჯელოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 15 ივლისს ამჯერად სრული შემადგენობით შეიკრიბებიან - Palitra News

17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს შესახებ გავრცელებული კრიტიკული განცხადების შემდეგ, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხზე სამსჯელოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 15 ივლისს ამჯერად სრული შემადგენობით შეიკრიბებიან

2025-07-14 20:41:54+04:00

17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს შესახებ გავრცელებული კრიტიკული განცხადების შემდეგ, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხზე სამსჯელოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 15 ივლისს ამჯერად სრული შემადგენობით შეიკრიბებიან. ხვალ გახდება ცნობილი, შეთანხმებიან თუ არა ევროპელი ლიდერები საქართველოში მიმდინარე პროცესების საპასუხოდ კონკრეტულ ზომებზე? მანამდე კრიტიკული გზავნილები გაისმა ევროპარლამენტის ტრიბუნებიდანაც - უფრო მეტიც, ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც სანქციების, სავიზო რეჟიმის გაუქმების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებებს მოიცავს.