პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ - Palitra News

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

2025-07-14 20:37:56+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ და „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები "თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან". ამ დროს კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მათი განცხადებით, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობა იმ მოქალაქეთა ღალატია, ვინც თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გამოდის.