თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებული ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ იმის მტკიცებულებები არ არსებობს, რომ საგარეჯოში მომხდარი ამბავი თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაა - Palitra News

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებული ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ იმის მტკიცებულებები არ არსებობს, რომ საგარეჯოში მომხდარი ამბავი თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაა

2025-07-14 20:36:17+04:00

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებული ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ იმის მტკიცებულებები არ არსებობს, რომ საგარეჯოში მომხდარი ამბავი თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაა. მისივე შეფასებით, ეს მხოლოდ ჟურნალისტების ვერსიაა.

ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საქმეში სიახლე არ არსებობს და გამოძიება გრძელდება - მისივე შეფასებით, გასროლამდე ზარი განხორციელდა, თუმცა ალექსი ახვლედიანს გასროლის ხმა არ გაუგია. ადვოკატის ცნობით, სატელეფონო ანძებიდან ინფორმაცია ალბათ გამოთხოვილი იქნება.