მამუკა ხაზარაძე - გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში მომხდარი თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს კრიმინალური რეჟიმის ნამდვილ სახეს - კრიმინალების ადგილი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს, ეს დღეც მალე დადგება! - Palitra News

მამუკა ხაზარაძე - გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში მომხდარი თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს კრიმინალური რეჟიმის ნამდვილ სახეს - კრიმინალების ადგილი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს, ეს დღეც მალე დადგება!

2025-07-14 19:08:44+04:00

გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში მომხდარი თავდასხმა ნათლად აჩვენებს კრიმინალური რეჟიმის ნამდვილ სახეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან წერილში წერს, რომელიც მისი „ფეისბუქის“ ანგარიშზე გავრცელდა.

ის გიორგი ბაჩიაშვილს მომხდარის გამო სოლიდარობას უცხადებს.

„გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში მომხდარი თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს კრიმინალური რეჟიმის ნამდვილ სახეს!

ამ ბანდის მეთაური ბიძინა ივანიშვილია, რომლის მენტალობა და მეთოდები კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა. მისი მიდგომა ერთი-ერთში იმეორებს რუსეთში გამეფებულ ძალადობას და მართვის სტილს. ეს არის ტიპური სახელმწიფო რეკეტი! ჩემი სოლიდარობა გიორგი ბაჩიაშვილს! კრიმინალების ადგილი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს! ეს დღეც მალე დადგება!“,- აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.