„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს - Palitra News

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს

2025-07-14 13:28:42+04:00

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ციხეში სცემეს.

არხის ცნობითვე, ბაჩიაშვილს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და ის გლდანის საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამ წუთებში ბაჩიაშვილის ადვოკატები გლდანის მე-8 დაწესებულებისკენ მიემართებიან.

„ინტერპრესნიუსი“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს ელოდება. სააგენტო ცდილობს პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურთან დაკავშირებასაც.