კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა - Palitra News

კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა

2025-07-14 10:42:31+04:00

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამზე“ იუწყება.

„თავდაცვა, უსაფრთხოების გაძლიერება, შეიარაღება, სანქციები, ჩვენი ხალხის დაცვა, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება - მრავალი თემაა განსახილველი“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმითმ უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომას „მშვიდობა ძალის საშუალებით“.