გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს - Palitra News

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს

2025-07-14 09:22:06+04:00

ტემპერატურის მატება ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს ზრდის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და დაემორჩილონ დადგენილ აკრძალვებს. - ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტო ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. მათივე ინფორმაციით, ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება აკრძალულია მათ შორის ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ტყის დაზიანებულ უბნებში,, დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში. ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კი კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ეროვნული სატყეო სააგენტოს განმარტებით, ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან მეტრა ნახევარ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან გაწმენდას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 - დან 500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე