დიდ ბრიტანეთში აქტიურად განიხილება საკითხი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ. ოპოზიციის შეფასებით, ეს კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია დასავლეთის მხრიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება შორდება დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხელისუფლების ოპონენტები საერთაშორისო იზოლაციის რისკებზე საუბრობენ და აცხადებს, რომ თუკი მმართველი პარტია კურსს არ შეიცვლის საფრთხეები რეალური გახდება, სანქციების პოლიტიკა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან წასვლას დააჩქარებს.