გენერალურმა პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2019 წლის 20-ი ივნისის საპროტესტო აქციის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ახლა პოლიტიკურ განხილვათა ერთ-ერთი მთავარი თემაა, დადგება თუ არა აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან 1 წლის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ამავდროულად, გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ამ გზით „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიაზე კიდევ ერთი იერიშის მიტანას ცდილობს.