რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული თავდასხმა განახორციელა - Palitra News

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული თავდასხმა განახორციელა

2025-07-12 20:07:50+04:00

რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მასირებული თავდასხმა განახორციელა - არიან დაღუპულები და დაშავებულები. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევსა და 5 რეგიონში ისმოდა. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ადგილას კი ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხარკოვზე მიტანილი იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.