ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა - Palitra News

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა

2025-07-12 20:07:17+04:00

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების შეხვედრა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა - რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრისას ლავროვმა და კიმ ჩენ ინმა ორმხრივი ურთიერთობებისა და მომავალი კონტაქტების საკითხები განიხილეს. ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში 11 ივლისს ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.