17 ევროპული ქვეყანა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ფაქტობრივად აანონსებენ, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის განადგურებას გააგრძელებს, ევროკავშირი ყველა შესაძლო მექანიზმს, მათ შორის სანქციებსაც გამოიყენებს. ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის ცნობით, კაია კალასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სანქციებისთვის 15 ქართველის პირის სიას გადასცემს და მათი ნაწილი მოსამართლეა. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ შეფასებებს - ოპოზიციაში ამბობენ, რომ სანქციების გაფართოებას და ევროკავშირისგან კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სანქციები პირადი სახის იყოს და ამით საქართველოს მოსახლეობა არ დაზარალდეს.