დადგება თუ არა 2019 წლის 20-ი ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. გენერალურმა პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან 1 წლის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ამის საპასუხოდ, გახარიას პოლიტიკურ პარტიაში ვარაუდობენ, რომ ამ პროცესით „ქართული ოცნება“ მასზე მორიგი შეტევის წამოწყებას ცდილობს.