მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის - ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს - Palitra News

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის - ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს

2025-07-12 16:47:54+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის - ჯამში 6 მოქალაქე დააკავეს.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების მანძილზე იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე.