ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა - Palitra News

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

2025-07-12 14:08:48+04:00

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. - არაბული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ინფორმაციით, ღაზაში დახმარების მიღებისას სულ მცირე 798 ადამიანი დაიღუპა. - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ჰუმანიტარული დახმარების ამ გზით გადანაწილებას სახიფათოს უწოდებს და დახმარების მიმღებ პირებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.