აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2025-07-12 14:07:36+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. - დასავლური მედიის ცნობით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო დაძაბულობის ფონზე წარიმართა. რუბიომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა, თუმცა აქვე განმარტა, რომ მხარეებს გადასაჭრელი პრობლემები ჯერ კიდევ აქვთ. როგორც რუბიომ აღნიშნა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს შორის შეხვედრის მაღალი ალბათობა არსებობს, თუმცა თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. ამერიკის უმაღლესი დიპლომატი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით აზიაში პირველად ჩავიდა, სადაც აღმოსავლეთ აზიის სამიტსა და ასეანის რეგიონულ ფორუმს დაესწრება.