აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა - Palitra News

აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა

2025-07-12 14:07:07+04:00

აშშ-მა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლა - უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხში ომში მყოფმა ქვეყანამ უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელი პარტნიორების მხრიდან აგრესორი ქვეყნის სანქცირების მოლოდინშია და აცხადებს, რომ პუტინის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროპელი ლიდერების გაერთიანება მიმდინარე ომს დაასრულებს. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინაში 14 ივლისს ჩავა, ვიზიტი კი 1 კვირას გაგრძელდება.