საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. მიქანაძემ სომეხ კოლეგას განათლების სამივე საფეხურზე მიმდინარე სიახლეები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.