თბილისის სააპელაციო სასამართლომ იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამ გადაწტყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გააუქმა. პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის 18 თებერვალს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან. აღნიშნულით განაწყენებული დაუკავშირდა თავის მეგობარს, მოუყვა მომხდარის შესახებ და დახმარება სთხოვა. იმავე ღამეს, ბრალდებულები, თბილისში ავტომობილით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაზარალებული მეგობართან ერთად ქუჩაში დაინახეს. მძღოლმა ავტომანქანა გააჩერა, ხოლო მის გვერდით მჯდომმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სააპელაციო სასამართლომ ორივე მსჯავრდადებულს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.