გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებმა რუსთაველის გამზირზე გაზეთის - „თავისუფლების ხმა ციხიდან" პრეზენტაცია ჩაატარეს. მასში პატიმრობაში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის წევრების წერილებია თავმოყრილი. ბრალდებული აქტივისტების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ გაზეთის მიზანი მათი სათქმელის თითოეულ მოქალაქემდე მიტანაა.