ოპოზიციის ნაწილმა ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. პოლიტიკური ძალების ნაწილი აქტიურად მსჯელობს, იქნება თუ არა შემოდგომაზე გასამართ არჩევნებში მონაწილეობის მიღება წარმატების მომტანი. პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძე ერთიანობის საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვა არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე სრულიად არარელევანტური ნაბიჯია. ოპოზიციის ნაწილი კი განმარტავს, რომ ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ახლა დათმობებაზე უნდა წავიდეს და საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნები გაიზიაროს, არის „ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის".