ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე 17 ევროპული ქვეყანა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებენ. ევროპელი ლიდერები აანონსებენ, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას აგრძელებს, ევროკავშირი ყველა შესაძლო მექანიზმს გამოიყენებს. ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურის ცნობით, კაია კალასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სანქციებისთვის 15 პირის სიას გადასცემს - მათი ნაწილი კი მოსამართლეა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სანქციების გაფართოებას და ევროკავშირისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სანქციები პერსონალური იყოს და ქართველი ხალხი არ დაზარალდეს.