დადგება თუ არა 2019 წლის 20-ი ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი - Palitra News

დადგება თუ არა 2019 წლის 20-ი ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი

2025-07-12 14:02:17+04:00

დადგება თუ არა 2019 წლის 20-ი ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. გენერალურმა პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებაში კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებიდან 1 წლის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ადგილზე დასურათდა პერიმეტრი და დეტალურად აღიწერა პარლამენტის შენობის მიმდებარე ზოლი. იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში კი ვარაუდობენ, რომ ამ პროცესით „ქართული ოცნება“ გახარიაზე მორიგი შეტევის მიტანას გეგმავს.