ღაზაში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების გამო ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას განიხილავს - Palitra News

ღაზაში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების გამო ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას განიხილავს

2025-07-11 15:44:55+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, ღაზაში ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებების გამო ევროკავშირი ისრაელთან ასოცირების შეთანხმების ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას განიხილავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ასოცირების შეთანხმება ვაჭრობისა და თანამშრომლობის სხვა სფეროებში მჭიდრო ურთიერთობებს ითვალისწინებს. სხვა ვარიანტებში შედის მთავრობებს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტა, რისთვისაც 27 წევრი ქვეყნის ერთიანი მხარდაჭერაა საჭირო. დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების სავაჭრო ნაწილის შეჩერებისთვის უმრავლესობის ხმებიც კმარა. ეს ისრაელს ჩამოართმევს იმ უპირატესობას, რომელსაც ისინი ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტების შეტანისას იყენებდნენ. როგორც მედია იუწყება, ამ ღონისძიებებზე ფიქრი ივნისში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაიწყო, თუმცა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უნგრეთი და გერმანია, ისრაელის მიმართ მსგავს ღონისძიებებს ეწინააღმდეგებიან.