ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებას დეკემბერში მოეწერება ხელი. სომხური მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა ერევანმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ 5-საათიანი მოლაპარაკებების შედეგების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გაავრცელა, აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ დეტალები გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციის თანახმად, სამშვიდობო ხელშეკრულება პარაფირებულია და მხარეებმა ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.