ექიმ გიორგი ახობაძის ადვოკატი - ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია - Palitra News

ექიმ გიორგი ახობაძის ადვოკატი - ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნერწყვია გადასული შესაფუთ მასალაზე, ეს გარემოება კი ამყარებს ჩვენს პოზიციას, რომ მას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია

2025-07-11 15:42:29+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესზე გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებისგან ნასროლი ქვა შუბლის არეში მოხვდა, გონება დაკარგა და კლინიკაში 5 ნაკერი დაადეს. კითხვაზე შეუძლია თუ არა ამოიცნოს ქმედების ჩამდენი მან უარყოფითი პასუხი გასცა. კიდევ ერთი პროცესი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეს ეხება. დღეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ პოლიეთილენზე ადამიანის ბიოლოგიური მასალა შესაძლოა ხელოვნურად ჩხირით ან რეზინის ხელთათმანით გადაიტანონ. მოხდა თუ არა მსგავსი ფაქტი ახობაძის საქმის შემთხვევაში? ეკა ლემონჯავამ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა პოზიციები.