ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, 15 ივლისს, სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხს განიხილავენ. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საბჭო განიხილავს შესაძლო ზომებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მზარდი რეპრესიების საპასუხოდ. ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სავიჟო რეჟიმის გაუქმების რისკები მაღალია. მათი თქმით , შესაძლოა ქვეყანამ ყველა ის ბენეფიტი დაკარგოს, რომელსაც ევროკავშირისგან იღებს.