შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: ,,მეფედრონი“, „მეტამფეტამინი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა“ . დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.