დონალდ ტრამპმა ნატოს-თან ამერიკული შეიარაღების უკრაინაში ალიანსის მეშვეობით მიწოდების შესახებ შეთანხმება დადო - Palitra News

დონალდ ტრამპმა ნატოს-თან ამერიკული შეიარაღების უკრაინაში ალიანსის მეშვეობით მიწოდების შესახებ შეთანხმება დადო

2025-07-11 12:29:30+04:00

დონალდ ტრამპმა ნატოს-თან ამერიკული შეიარაღების უკრაინაში ალიანსის მეშვეობით მიწოდების შესახებ შეთანხმება დადო. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის. ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. უკრაინის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ მას პრეზიდენტ ტრამპთან პატრიოტ სისტემებთან დაკავშირებით იმედის მომცემი დიალოგი აქვს. ზელენსკის თქმით, უკრაინა ჯამში 10 პატრიოტ სისტემას საჭიროებს და მისი გუნდი ახლა სხვა დაფინანსებების მოსაპოვებლად მუშაობს.