უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის მცდელობაში გამართლებულ პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - Palitra News

უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის მცდელობაში გამართლებულ პირს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2025-07-11 12:28:49+04:00

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თელავის რაიონული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით გამართლებული პირი დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 30 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.