„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს - Palitra News

„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს

2025-07-11 12:27:49+04:00

„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეოთხე როტაციას მასპინძლობენ. თეორიული სწავლების შემდეგ კოჯრის ბანაკში გუნდური შეჯიბრებები ჩატარდა: ნავიგაციაში, იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. დღის ბოლოს ახალგაზრდებმა სახალისო შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს, სადაც სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთობლივად მუსიკალური ნომრები შეასრულეს.