ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შემდეგ, ახლა უკვე ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ მხარეებს - Palitra News

ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შემდეგ, ახლა უკვე ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ მხარეებს

2025-07-11 12:20:21+04:00

ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შემდეგ, ახლა უკვე ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დიპლომატების შეხვედრა 15 ივლისს ბრიუსელში შედგება. როგორც გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, საბჭო საქართველოში არსებულ ვითარებას და განვითარებულ მოვლენებზე საპასუხო ზომებს განიხილავს.

სამიტის ფარგლების ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება და შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც დაესწრება. რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ მხარეებს?!