რუსულმა მხარემ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი რამდენჯერმე დაბომბა - Palitra News

რუსულმა მხარემ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი რამდენჯერმე დაბომბა

2025-07-11 09:24:40+04:00

რუსულმა მხარემ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი რამდენჯერმე დაბომბა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე რამდენიმე დასახლებული პუნქტი გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ერთი პირი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პროკურატურამ თავდასხმებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.