ევროკავშირი უკრაინას, სესხებისა და გრანტების სახით, 2 მილიარდ 300 მილიონ ევროს გამოუყოფს. გარდა ამისა, რომში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის აღდგენის ფონდის შექმნის შესახებ დაანონსდა, რომლის საწყისი კაპიტალი 220 მილიონი ევროა. გერმანიის კანცლერმა, რომში, "უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე" განაცხადა, რომ ბერლინი მზადაა აშშ-სგან ,,პატრიოტ“ სისტემები შეიძინოს და შემდეგ ისინი უკრაინას გადასცეს. აღნიშნულ კონფერენციაზე, ფინეთის პრეზიდენტმაც დააანონსა, რომ “მსურველთა კოალიცია” რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაზრდის და უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს.