„საქართველოს მელიორაციამ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია განახორციელა - Palitra News

„საქართველოს მელიორაციამ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია განახორციელა

2025-07-11 09:21:59+04:00

„საქართველოს მელიორაციამ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია განახორციელა. აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 1000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. საირიგაციო სისტემაზე განხორციელებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.