აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციაში სპორტსმენებს შეხვდა - Palitra News

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციაში სპორტსმენებს შეხვდა

2025-07-11 09:21:17+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციაში სპორტსმენებს შეხვდა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად დევნილი ახალგაზრდების ვარჯიშს დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე ფედერაციის წარმომადგენლებს, სპორტსმენებსა და კლუბების ხელმძღვანელებს გაესაუბრა, სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დევნილებში სპორტის პოპულარიზაციის აუცილებლობასა და აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა.