თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომებია ჩანიშნული - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომებია ჩანიშნული

2025-07-11 09:20:23+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო სხდომებია ჩანიშნული. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მოლოდინი აქვთ, რომ მათ შემთხვევაშიც ისეთივე განაჩენი დადგება, როგორც ეს სხვა აქტივისტების საქმეებზე. მათი თქმით, სასამართლოში მიმდინარე პროცესები “ქართული ოცნების” პირადი, პოლიტიკური ინტერესების მიხედვით იმართება. საქალაქო სასამართლოში დღეს, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის, გიორგი ახობაძის, ნიკუშა კაციას და თედო აბრამოვის სასამართლო პროცესები გაიმართება. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას საქმეზე, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, განაჩენი 18 ივლისს გამოცხადდება.