საპროტესტო აქციების 225-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია- გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. რუსთაველზე პროტესტს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარშიც შეუერთდა. მომიტინგეები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია - ქვეყანა პროდასავლურ კურსს დაუბრუნდეს.