პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული, 19 წლის საბა ჯიქია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 18-ტ ივლისს მორიგი განაჩენი ასევე გამოცხადდება საპროტესტო აქციებში მონაწილე კიდევ ერთი ბრალდებულის, ანზორ კვარაცხელიას საქმეზეც - მას პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინეს და ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.