აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, - გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მიზანს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა წარმოადგენს. სამშვიდობო პროექტზე შეთანხმების შემდეგ ეს ორი ქვეყნის ლიდერის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. აღნიშნულ ფაქტს საქართველოში დარგის ექსპერტები ეხმაურებიან - რა საკითხებს განიხილავენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები და როგორ ეხმაურებიან სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობას ქართველი ექსპერტები.