კახა კალაძე - რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, გაჯერებულია ტყუილებით - ამის დაწერაში ჩვეულებრივად ფულს იხდიან - თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა - Palitra News

კახა კალაძე - რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს, გაჯერებულია ტყუილებით - ამის დაწერაში ჩვეულებრივად ფულს იხდიან - თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა

2025-07-10 15:51:24+04:00

490 ხმით 147-ის წინააღმდეგ - ამ მონაცემით ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ოპოზიციას ევროდეპუტატების ნაწილის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკული გზავნილები აფიქრებინებს, რომ შემდეგი ეტაპი სანქცირების მასშტაბის გაზრდა და სხვა ქმედითი ნაბიჯები იქნება. მმართველი გუნდის ოპონენტების აზრით, ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გამარჯვების ფორმულა - ერთიანობაა, ხოლო ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ქართულ ოცნებასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა - ერთიანობის სულისკვეთებას დააზიანებს. რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში ევროპარლამენტის რეზოლუციაზე?!