ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა რომ თვალშისაცემად გაიზარდა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს - Palitra News

ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა რომ თვალშისაცემად გაიზარდა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს

2025-07-10 15:30:43+04:00

ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა რომ თვალშისაცემად გაიზარდა, ამას ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს. ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოს 6 თვეში 2 მილიონ 300 ათასი ტურისტი ეწვია, რაც ადმინისტრაციის განმარტებით ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია მოგზაურთა რაოდენობამ სპარსეთის ყურეს ქვეყნებიდანაც და დაახლოებით 50 ათასი ვიზიტი შედგა, რაც +10.5%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2025 წლის პირველ ორ კვარტალში ტურისტული ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ასევე ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ამ წლის პირველ ორ კვარტალში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 201 ათას 986 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.2%-იანი ზრდაა